სარეკლამო კომპანია VIZITKA.GE

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შემოქმედებით სამყაროში, თქვენ იმყოფებით საჭირო ადგილას, რათა შემდგომი ნაბიჯი გადადგათ ბეჭდვით მომსახურებაში. დაათვალიერეთ სხვადასხვა პროდუქციის უნიკალური შაბლონები. ისარგებლეთ ნებისმიერი შაბლონით ან შექმენით თქვენი დიზაინი ნულიდან. თუ თქვენ აქამდე არასოდეს გისარგებლიათ გრაფიკული რედაქტორით, ნუ შეშინდებით, ჩვენი რედაქტორი ძალიან მარტივია!

მხოლოდ 3 მარტივი ნაბიჯი

შეარჩიეთ დიზაინი

ჩვენს გვერდზე საშუალება გექნებათ 10-ობით პროდუქტის 1000-ობით დიზაინიდან აირჩიოთ სასურველი და მარტივად დაარედაქტრირეთ ის

მიუთითეთ პარამეტრები

აირჩიეთ რაოდენობა, ვადები, გამოყენებული მასალა... ნებისმიერ ეტაპზე ჩვენი ოპერატორები მზად არიან აღმოგიჩინონ დახმარება

ჩაიბარეთ შეკვეთა

გადაიხადეთ პლსატიკური ბარათის მეშვეობით ან ინვოისის საფუძველზე. მიიღეთ მისამართზე შეკვეთა ან თავად მოაკითხეთ მას ოფისის მისამართზე.

მრავალი პროდუქციის მხარდაჭერა

თავისუფლება, თავისუფლება და აბსოლუტური თავისუფლება, ეს არის ის, რამაც ჩვენი აზრით თქვენზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა ჩვენი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შექმნას პროდუქტებისა და დიზაინების ბაზა. დახვეწოს რედაქტორი იმგვარად, რომ გამოყენებაში არ იყოს რთული, თუმცა მოიცავდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტს.

რატომ VIZITKA.GE?

vizitka.ge არის მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ საოცარი პროდუქტი. ჩვენი ადვილად გამოსაყენებელი რედაქტორი საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი პროდუქტი ზუსტად ისე, როგორც გსურთ, მარტივი მეთოდების გამოყენებით, და რაც მთავარია, ამისთვის ტექნიკური უნარები სულ არაა საჭირო!

ფაილები მზადაა დასაბეჭდად

ყველა დიზაინი მორგებულია ბეჭდვაზე, რაც განაპირობებს პროდუქციის მაღალ ხარისხს.

უფასო რესურსები

20000+ კლიპარტი ონლაინში წამყვანი ფოტოსაიტებიდან, როგორიცაა Pixabay, Unsplash, Burst და სოციალური ქსელები

მობილურის და პლანშეტის მხარდაჭერა

მომხმარებლებს შეუძლიათ დაარედაქტირონ დიზაინები ნებისმიერი მოწყობილობებიდან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი

800+ Google ფონტი

Google ფონტების ფართო არჩევანის წყალობით თქვენ შექმნით სასურველ ეფექტს ნებისმიერი პროდუქციის დიზაინის დამუშავებისას.

ბეჭდვის სხვადასხვა ტექნოლოგია

ბეჭდვის ტექნოლოგიის სწორი არჩევანი იძლევა ხარისხიანი ანაბეჭდისა და პროდუქციის მიღების საშუალებას.

უმაღლესი ხარისხი

ჩვენი ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოგცეთ ხარისხის 100%-იანი გარანტია. გინდათ ხარისხიანი პროდუქცია? - შეგვიკვეთეთ ჩვენ!

დაბალი ფასები

გარდა რეგულარული ფასებისა, ჩვენთან მუდმივად ხორციელდება აქციები. მრავალი პროდუქციის ფასი შეგიძლიათ მყისიერად გაიგოთ საიტიდან ან მოითხოვოთ კალკულაცია.

უმოკლესი ვადები

ჩვენ გთავაზობთ ყველაზე სწრაფად ბეჭდვის online სისტემას. შეიტანეთ გამზადებულ შაბლონებში თქვენი რეკვიზიტები, მოითხოვეთ დაუყოვნებლივი ბეჭდვა და მიიღეთ პროდუქცია 1 დღის ვადაში.

გადახდის მარტივი სისტემა

გადაიხადეთ მხოლოდ ერთი კლიკით. ჩვენთან გადახდის 2 სისტემა არსებობს - პლასტიკური ბარათის მეშვეობით და ინვოისის საფუძველზე. მოითხოვეთ სასურველი და გადაიხადეთ მარტივად.

სერვისი

პერსონალური მენეჯერი, კომპლექსური მიდგომა, ოპერატიულობა შეკვეთის მოთხოვნიდან მზა პროდუქციის მიღებამდე.

ზუსტად ვადაში

ჩვენ პრინციპულად ვიცავთ ვადებს, რასაც განაპირობებს საწარმოო და კომერციული განყოფილებების სრული სინქრონიზაცია.

ადგილზე მიწოდების მომსახურება

კომპანიის მომსახურების ჩამონათვალში შედის მიწოდების სერვისიც, ამასთან 50₾-ზე მეტი პროდუქციის ღირებულებისას, თბილისის მასშტაბით მიწოდება უფასოა

Free HitCounter