Slide 1
Slide 2
Slide 3
Slide 4



რას ვაწარმოებთ

პოლიგრაფია. პოლიგრაფიული და სარეკლამო პროდუქცია.

ჩვენი სარეკლამო კომპანია გთავაზობთ პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს. ჩვენ შევქმნით დიზაინს და განვახორციელებთ ნებისმიერ თქვენს ჩანაფიქრს. თქვენ მოგემსახურებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პოლიგრაფიული დანადგარებით აღჭურვილი პროფესიონალთა ჯგუფი, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ პოლიგრაფიულ და სარეკლამო სფეროში. საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - ჩვენი გამოცდილი მენეჯერები და დიზაინერები ყოველთვის ხარისხიან კონსულტაციას გაგიწევენ მიუხედავად იმისა აპირებთ თუ არა ჩვენთან თანამშრომლობას.

ოპერატიული პოლიგრაფია, ციფრული და ოფსეტური ბეჭდვა. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სარეკლამო და საქმიანი პოლიგრაფიის სფეროში სრულ მომსახურებას, დაწყებული მაკეტის, დიზაინიდან - დამთავრებული საბოლოო პროდუქტის დამზადებით. ჩვენი მთავარი მიზანია ნებისმიერი კლიენტი დარჩეს კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით, მიღებული შეკვეთა შესრულდეს ყველაზე მაღალი ხარისხით და მაქსიმალურად მცირე ვადაში. ჩვენი კლიენტები ჩვენ გვენდობიან და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ.

სავიზიტო ბარათები - საქმიან პოლიგრაფიაში
ყველაზე პატარა და ყველაზე გავრცელებული პროდუქტი

 
ფლაერები - ყველაზე გავრცელებული
სარეკლამო პროდუქტი