Slide 1
Slide 2
Slide 3
Slide 4



ინფორმაცია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეკლამა ბიზნესის ბირთვია, გვესმის ყველგან. შეიძლება ფრაზა გადამეტებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ზუსტად ასახავს კომერციული სამყაროს დღევანდელ სიტუაციას. მართლაც, ხშირად შეთავაზებული პროდუქციის წარმატებისათვის საკმარისი არაა მისი მაღალი ხარისხი და დახვეწლი დიზაინი. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მოფიქრებული და მიზანმიმართული სარეკლამო კამპანია.
ეფექტი მიღებული ამ კამპანიიდან არა მხოლოდ უნდა იგრძნობოდეს, არამედ მნიშვნელოვნად ცვლიდეს სიტუაციას. რეკლამას საფუძვლად უნდა ედოს იდეა, რომელიც ნამდვილად მოხიბლავს მომხმარებელს. მიუხედავად ელექტრონული რეკლამისა, წლების განმავლობაში პოლიგრაფიულ რეკლამას წამყვანი ადგილი უკავია ამ სფეროში. სავიზიტო ბარათებიდან დაწყებული სუვენირული პროდუქციით დამთავრებული, ნებისმიერი პროდუქტი ეფექტურია კომპანიისა და კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეკლამირებისათვის. არჩევანი დიდია და ამიტომაცაა რომ ხშირად ისმის კითხვა: "რა სახის რეკლამაა ჩემთვის პრიორიტეტული?", "რომელ სარეკლამო კომპანის მივმართო?", "სად დავამზადო სარეკლამო პროდუქცია ყველაზე იაფად?". ჩვენ გავცემთ თქვენს კითხვებზე პასუხს. მოგვმართეთ - სარეკლამო კომპანია "დი ენდ ჯი" ნამდვილად საუკეთესო სარეკლამო კომპანიაა.
სარეკლამო კომპანია "დი ენდ ჯი" წლიების განმავლობაში ემსახურება თავის მომხმარებელს. "მოგვმართეთ, ჩვენ საუკეთესოები ვართ" - ეს ფრაზა დიდი ხანია უკვე აღარ მუშაობს. პოტენციური მომხმარებელი ელის არა მხოლოდ ლამაზ სიტყვებს, არამედ ხარისხიან პროდუქციას, დასამახსოვრებელ მიდგომას, მეგობრულ ურთიერთობას. ეს ყველაფერი კი პროფესიონალთა ხვედრია. თანამედროვე რეალიები გვკარნახობენ ახალ წესებს, რომელთა დაცვაც დამწყებ სარეკლამო კომპანიებს უჭირთ მწირი გამოცდილების და საკუთარი პოლიგრაფიული ბაზის არქონის გამო. ჩვენს კომპანიასაც, ერთიც გააჩნია და მეორეც, ამიტომაც ჩვენ ხმამაღლა ვიძახით - "მოგვმართეთ, ჩვენ საუკეთესოები ვართ"!

 

ჩვენი უპირატესობები

  • მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც სწრაფად და ხარისხიანად წყვეტენ ნებისმიერი სირთულის ამოცანებს.
  • ინდივიდუალური მიდგომა კლიენტის მოთხოვნაზე. კომპექსური გადაწყვეტილებები იდეის შემუშავებიდან დაწყებული – პროექტირებითა და მონტაჟით დამთავრებული.
  • პროდუქციის ტექნიკური მომსახურება. ჩვენს ხელთ არსებული ელემენტების სრული ბაზა პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი გამოსწორების საშუალებას იძლევა.
  • სხვა ბევრი სარეკლამო კომპანიისაგან განსხვავებით, ჩვენ თავად ვაწარმოებთ შემოთავაზებულ სარეკლამო პროდუქციას, რისი დამსახურებაცაა დაბალი ფასები და მოკლე ვადები. გაგვაჩნია საკუთარი პოლიგრაფიული ბაზა (ტრაფარეტული, ტამპონური, ოფსეტური, ციფრული ბეჭდვა)
  • მყარი, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები მაღალხარისხიანი სახარჯი მასალებისა და დანადგარების მწარმოებელ უცხოურ კომპანიებთან.
  • მაღალხარისხიანი პროდუქცია ოპტიმალურ ფასებში.