სარეკლამო კომპანია VIZITKA.GE

შეუკვეთეთ 3 კომპლექტი 100 ცალიანი სავიზიტო და მიიღეთ მეოთხე უფასოდ

შეუკვეთეთ ნებისმიერი სირთულის 3 კომპლექტი 100 ცალიანი სავიზიტო ბარათი და მიიღეთ მეოთხე უფასოდ, რათა უფრო მეტი მომხარებელი მოიზიდოთ.

48 ₾

ძველი ფასი

25%

ფასდაკლება

12 ₾

დანაზოგი

  • გაყიდულია169

მხოლოდ შეზღუდული დროით!

შეუკვეთეთ 3 კომპლექტი 100 ცალიანი სავიზიტო და მიიღეთ მეოთხე უფასოდ

რას გულისხმობს მოცემული აქცია?

მოცემული აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ დაბეჭდოთ 300 სავიზიტო ბარათი და დამატებით მიიღებთ 100 ბარათს სრულიად უფასოდ. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ქაღალდზე დაამზადებთ და რომელი ბეჭდვისშემდგომი დამუშავებით ისარგებლებთ, დამატებითი 100 ბარათი იქნება დანარჩენის იდენტური.
ეს მომგებიანია, როდესაც გჭირდებათ სავიზიტო ბარათები სწრაფად და იაფად.

როგორ მივიღოთ სავიზიტო ბარათები?

ჩვენ გთავაზობთ სავიზიტო ბარათების ბეჭდვას მზა ფაილიდან. ამგვარად თქვენ იხდით მხოლოდ ბეჭდვის ღირებულებას. გამოაგზავნეთ სავიზიტო ბარათის სასურველი დიზაინი info@vizitka.ge-ზე ან დაუკავშირდით მენეჯერს დახმარებისთვის.

რა ვქნათ თუ არ გვაქვს მზა დიზაინი?

არ გაქვთ დიზაინი? ისარგებლეთ მზა შაბლონებით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დიზაინი, დაარედაქტირეთ ონლაინ რედაქტორის მეშვეობით სრულიად უფასოდ.
ან შეუკვეთეთ დიზაინი ჩვენს დიზაინერებს. დაგვიკავშირდით, ჩვენი დიზაინერები შექმნიან თქვენთვის სასურველ დიზაინს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საფირმო სიმბოლიკის, ფერების პალიტრის და მომსახურების სფეროს გათვალისწინებით.

რა მეთოდის ბეჭდვა გამოიყენება და როგორ იქნება ქაღალდი?

მოცემული აქცია გულისხმობს სავიზიტო ბარათების ბეჭდვას ციფრული მეთოდით. დღესდღეისობით მოცემული ტექნოლოგია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა როგორც მცირე ტირაჟების დროს. მოცემული ტენოლოგიის დამსახურებით, შესაძლებელია დავამზადოთ სავიზიტო ბარათები თითქმის ნებისმიერი სისქისა და ზედაპირის ქაღალდზე. მასალის შერჩევისას არსებობს მცირე შეზღუდვები, თუმცა ქაღალდის ასორტიმენტი, რომელიც მისაღებია ციფრული ბეჭდვისათვის, საკმაოდ დიდია. ეს შეიძლება იყოს როგორც ცარცის, ასევე დიზაინერული, განსხვავებული ფაქტურის მქონე ქაღალდი. ქაღალდების არჩევანი შეგიძლიათ იხილოთ მასალების გრაფაში.

რა ვადაში მზადდება მოცემული სავიზიტო ბარათები?

როგორც უკვე იქნა აღნიშნული, მოცემული აქციის ფარგლებში გამოიყენება ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგია, რაც წარმოადგენს სწრაფი ბეჭდვის მექანიზმს. სხვა სახის ბეჭდვის ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით, ციფრული ბეჭდვის შემთხვევაში, არ არის საჭირო ბეჭდვისწინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ასევე გამოიყენება პოლიმერის საღებავი, რომელიც ბეჭდვის შემდგომ არ საჭიროებს შრობას. სწორედ შუალედური ეტაპების არ არსებობითაა განპირობებული მოცემული მეთოდით ბეჭდვის მცირე ვადები.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბარათების ბეჭდვას დიზაინის შეთანხმებიდან მეორე დღესვე, თუმცა ჩვენ ასევე გაგვაჩნია ექსპრესს მეთოდი, რომლის დროსაც სავიზიტოებს მიიღებთ 20 წუთიდან 1 საათამდე ვადაში.

შესაძლებელია თუ არა ბეჭდვისშემდგომი მომსახურების ჩატარება?

ციფრული ბეჭდვის დროს ქაღალდის წამღები სისტემის თავისებურების გამო, ანაბეჭდი ყველა ფურცელზე ერთი და იგივე ადგილას ვერ ხვდება, რის გამოც შეუძლებელი ხდება გარკვეული ბეჭდვისშემდგომი მომსახურების გაწევა. მაგალითად, თუ თქვენ გჭირდებათ ლოგოზე UV ლაქის დადება ან ნაბეჭდი ლოგოს ამობურცვა, მსგავსი მომსახურების ჩატარება საკმაოდ რთული იქნება, რადგანაც ლოგო ყველა ბარათზე ერთი და იგივე ადგილას არ იქნება. ციფრული ბეჭდვის დროს ე.წ. bleed ზომა 1-2 მმ-ია, შესაბამისად მსგავსი მომსახურების გამოყენების დროს რეკომენდებულია ზუსტი თანხვედრა არ მოხდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, ციფრული ბეჭდვის დროს შესაძლებელია ნებისმიერი სახის ბეჭდვისშემდგომი დამუშავების გამოყენება:
ლამინაცია (გლუვი, პრიალა, ბარხატის), კუთხეების მომრგვალება, ფოლგირება, კონგრევი, ბიგოვკა და ა.შ.

რა შემთხვევაში დავაკმაყოფილებ აქციის პირობებს?

  • თქვენ უნდა გქონდეთ მზა დიზაინი;
  • დიზაინი შექმნილი უნდა იყოს სწორი ფორმატით და შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • ფასიანი დიზაინერული მომსახურების ნაცვლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი უფასო შაბლონებით;
  • შეკვეთის მოცემისას არ მოითხოვოთ ექსპრეს ვადაში ბეჭდვა. მოცემული ვადის შემთხვევაში,პროდუქციაზე აქცია არ გავრცელდება;
  • თვალყური ადევნეთ vizitka.ge-ს აქციებს. გარკვეულ შემთხვევებში სავიზიტო ბარათების მიღება უფრო იაფადააცაა შესაძლებელი;
  • გახდით ჩვენი მუდმივი მომხარებელი და ისარგებლეთ პრივილეგიებით;
  • მიწოდების სერვისის ნაცვლად, თავად გაიტანეთ პროდუქცია ჩვენი ოფისიდან.

Avatar
კომენტარის დასატოვებლად გაიარეთ ავტორიზაცია

დაგავიწყდათ პაროლი?

ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია



  • დიზაინი: სრულიად უფასოდ!
  • ღირებულება: ბეჭდვისწინა მოსამზადებელი სამუშაოს არარსებობა განაპირობებს მცირე ტირაჟების დროს დაბალ ღირებულებას
  • ბეჭდვის ვადები: შეკვეთის შესრულების მცირე ვადები
  • სატესტო ეგემპლარის ბეჭდვის შესაძლებლობა
  • პერსონალიზაციის შესაძლებლობა
  • ქაღალდი: შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი სისქის და ზედაპირის მქონე ქაღალდზე ბეჭდვა.
  • წვრილი დეტალებისა და ნახევარტონების ბეჭდვის დროს ხარისხი საგრძნობლად ჩამოუვარდება ოფსეტური მეთოდით ნაბეჭდ პროდუქციას.
  • შეზღუდული ანაბეჭდის ზომა 1200x330მმ.
  • შეუძლებელია სპეციალური საღებავების გამოყენება (მეტალიზირებული, UV, ლუმისცენტური და ა.შ.)
  • ღირებულება: დიდი ტირაჟების დროს პროდუქციის ღირებულება ოფსეტურთან შედარებით საკმაოდ ძვირია.
  • ბეჭდვისშემდგომი დამუშავება bleed-ის გამო არსებობს გარკვეული შეზღუდვები.
Free HitCounter