ისარგებლეთ ონლაინ შაბლონებით, შექმენით თქვენი დიზაინი უფასოდ
რას გულისხმობს მოცემული აქცია?
მოცემული შემოთავაზება აქცია არაა, ეს არის ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი სახე. საქართველოში პირველად სწორედ vizitka.ge-მ დაიწყო ონლაინ სისტემით სავიზიტო ბარათების დიზაინების შერჩევა-რედაქტირება და ბეჭდვა.
როგორ შევქმნათ ონლაინში სავიზიტო ბარათები?
ჯერ არასდროს ყოფილა ასე მარტივი სავიზიტო ბარათის შემნა. ჩვენი 4 ეტაპიანი შეკვეთის ფორმის საშუალებით, მარტივი პროცესების გავლით, შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი ბარათის დიზაინი წუთებში. ჩვენი ონლაინ რედაქტორი ფუნქციონალურია, განლაგებასთან მუშაობისას სრულ თავისუფლებას გაძლევთ და, რაც მთავარია, თქვენ თავად შეგიძლიათ დაამუშაოთ თქვენი სავიზიტო ბარათის დიზაინი.
Vizitka.ge-მ თქვენთვის მოამზადა 1000-ობით დიზაინი. ისინი სორტირებულია საქმიანობის სფეროების მიხედვით, ამიტომ სასურველი დიზაინის მონახვა ხდება მარტივი. სავიზიტო ბარათების ზომები უკვე დაყენებულია და ერთადერთი რაც თქვენ გრჩებათ, ცვლადი ინფორმაციის კორექტირებაა.
რას გვთავაზობს თქვენი რედატორი?
ჩვენი რედაქტორის მეშვეობით პროდუქციის შექმნა ერთი სიამოვნებაა. არაა აუცილებელი იყოთ პროფესიონალი დიზაინერი, რათა შექ,ნათ ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენმა დიზაინერმა უკვე ააწყვეს დიზაინები, რომლებშიც თქვენ მარტივად შეიტანთ ცვლილებებს.
ჩვენ ასევე გთავაზობთ დიზაინების ელემენტებს, ფოტო-კლიპარტებს. ჩვენს რედაქტორს გააჩნია ჩატვირთვის ფუნქციაც, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი ფონტი ან გამოსახულება.
არ მინდა ტიპიური სავიზიტო ბარათი, მინდა მქონდეს რამე განსხვავებული!
დაგვიკავშირდით, ჩვენი დიზაინერები შექმნიან თქვენთვის სასურველ დიზაინს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საფირმო სიმბოლიკის, ფერების პალიტრის და მომსახურების სფეროს გათვალისწინებით.