VIZITKA.GE-ს საიტი და ედიტორი გათვლილია მობილურ და პლანშეტურ მოწყობილობებზე სამუშაოდ, შესსაბამისად ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ, დაარედაქტირონ და შეგვიკვეთონ პროდუქცია ნებისმიერი მოწყობილობიდან.
ჩვენთან წარმოდგენილი კლიპარტები ყურადღებით შეირჩა, არის საუკეთესო ხარისხით და შეესაბამება ტენდენციებს. თქვენ ადვილად იპოვნით სასურველს კატეგორიებისა და ტეგების საშუალებით.
VIZITKA.GE-ს კალათის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კალათაში დამატების შემდეგაც შეძლებთ დიზაინის გამოძახებას, მოს რედაქტირებას და შემდგომში შენახვას, რის შემდეგაც თქვენ გაივლით გადახდისათვის აუცილებელ გვერდებს.
ჩვენს ედიტორს გააჩნია ენის შეცვლის მხარდაჭერა. შეგიძლიათ გადართოთ ინგლისურიდან ქართულზე ან პირიქით და იმუშაოთ სასურველი ენის ინტერფეისით.
დახარეთ ტექსტი, დაწერეთ წრეზე, დააწვრილეთ, მიეცით სხვადასხვა ფორმა ან გამოიყენეთ მრავალი სხვა ეფექტი, ჩვენი ედიტორის საშუალებით ეს ძალზედ მარტივია.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ფოტო, VIZITKA.GE-ს აქვს მრავალი მეთოდი, უფრო მიმზიდველი გახადოს ის. ჩვენი ედიტორის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სურათების შემოჭრა, ფილტრების საშუალებით ფერების რეგულირება, ეფექტების დამატება, ან თუნდაც უკანა ფონის მოხსნა.
გნებავთ ტექსტის ფონი ფერის ნაცვლად იყოს სურათი? არაა პრობლემა. ამაში ფუნქცია Mask დაგეხმარებათ.
თქვენ შეგიძლიათ ააწყოთ დიზაინები, შეინახოთ ისინი და მომავალში ჩვენი საიტის მეშვეობით გახსნათ. ეს ძალიან მოსახერხებელია.
ზოგიერთი შემოტანილი ობიექტის შემთხვევაში (მაგ. კლიპარტი, ფიგურები) შეიძლება დაგჭირდეთ ფერის ცვლილება, რაც ჩვენი ედიტორის მეშვეობით პრობლემას არ წარმოადგენს.
მაშინ როდესაც ედიტორებში რომელიმე ინსტრუმენტით ხდება ტრანსფორმაცია, ძალიან რთულია იმის გარკვევა, თუ რა გრადუსით მოხდა ობიექტის შემოტრიალება ან გადახრა. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ედიტორი აჩვენებს, თუ რა სახით და რა მნიშვნელობით განხორციელდა ობიექტის ტრანსფორმაცია.
VIZITKA.GE-სგან განსხვავებით, ბევრი ედიტორთა უმრავლესობის პრობლემა შრიფტებთან მუშაობაა. Google ფონტების ფართო არჩევანის წყალობით თქვენ შექმნით სასურველ ეფექტს ნებისმიერი პროდუქციის დიზაინის დამუშავებისას.
ჩვენი რედაქტორი სხვა რედაქტორებისაგან განსხვავებით, მუშაობს როგორც აპლიკაცია და ძალზედ მარტივია მისი გამოყენება. ამასთან არსებული შაბლონების ცვლილება ერთობ გასართობიცაა.
წინასწარ მომზადებული 1000-ობით ხარისხიანი შაბლონების საშუალებით თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ შეკვეთის გაფორმებას. შაბლონების რაოდენობა დროდადრო გაიზრდება
გაწუხებთ რესურსების დეფიციტი? ჩვენი საიტის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი კლიპარტი ისეთი წამყვანი ონლაინ ფოტოსაიტებიდან როგორიცაა: Pixabay და Openclipart, გარდა ამისა, ჩვენს რედაქტორს გააჩნია Facebook და Instagram-ის მხარდაჭერა, რისი დამსახურებითაც თქვენ შეძლებთ თქვენი სოციალური ანგარიშებიდან ობიექტების იმპორტს.
ჩვენი ედიტორის ფუნქციური სახე პროდუქტის ცვლილების შემთხვევაში არ იცვლება. იგივე ინტერფეისით ისარგებლებთ როგორც, ვთქვათ, სავიზიტო ბარათების შემთხვევაში, ასევე მაისურების ან ჭიქების დიზაინის შექმნისას, რაც მოსახერხებელია როდესაც გჭირდებათ რამოდენიმე დასახელების პროდუქცია.
ხატვით შექმნილი ვიზუალური ხელოვნება დამატებითი ოპციაა მათთვის, ვისაც სურს უნიკალური დიზაინის შექმნა.
ყველამ კარგად იცის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოცემულ ბრძანებებს. სხვა რედაქტორებისგან განსხვავებით, მარტივად შეძლებთ ბრძანების გაუქმებას ან გამეორებას ჩვენი დიზაინების რედაქტირებისას, რაც შესანიშნავი ოპციაა.
VIZITKA.GE გეხმარებათ ფოტოების დაუშავებაში. ჩვენი რედაქტორის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ფოტოზე მოშალოთ უკანა ფონი და ამით ხაზი გაუსვათ გამოსახულების მთავარ ელემენტებს.
ჩვენ გთავაზობთ მრავალხმრივ ინსტრუმენტს ფოტოების ლოკალური კორექტირებისათვის. შეგიძლიათ გამოიყებოთ ისეთი ტიპის ფილტრები, როგორიცაა „ლანდშაფტი“, „ჩაბნელებული“, „სეპია“ და სხვა 20-მდე დასახელების ფილტრი.
თქვენი პროდუქციის QR კოდით გამოყოფა ნამდვილად კარგი იდეაა. რედაქტორის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააგენერიროთ ნებისმიერი სტრიქონი - იქნება ეს ვებ გვერდის მისამართი, თუ რაიმე მიმართვა თქვენი მომხმარებლისთვის მიმართ.
მნიშვნელოვანი ფუნქციაა როდესაც გსურთ ერთი ობიექტის მეორესთან გასწორება. მოცემული ფუნქციის ჩართვის შემდეგ ობიექტი ებმევა უხილავ ბადეს და ერთი ობიექტის მეორის მიმართ გასწორება გაცილებით მარტივი ხდება.
როდესაც გსურთ დიზაინის არეაში ობიექტების პოზიციის მიხედვით გასწორება, ამისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ღილაკებით. მხოლოდ ერთ კლიკში შეგიძლიათ ობიექტი დასვათ საბეჭდი არეალის კუთხეებში ან ცენტრში.