სავიზიტო ბარათები
კვადრატული ბარათები
ორიგინალურობა და უნიკალურობა - ეს არის ის რისი მიღწევაც გსურთ, როდესაც არჩევანს აკეთებთ პრომო ატრიბუტიკაზე. სწორედ ამით გამოირჩევა კვადრატული ბარათი სხვა სავიზიტოებისაგან. მისი დაბალი თვითღირებულება და განსხვავებული ფორმა მიმზიდველს გახდის მათ. კვადრატული სავიზიტო ბარათი უამრავ შესაძლებლობას იძლევა დიზაინის კუთხით. მოცემული ფორმის ბარათებზე დიზაინში ყველაზე მოსახერხებლია QR კოდის გამოყენება. კვადრატული ფორმის დამსახურებით, ის შესანიშნავად ჯდება დიზაინში. კვადრატული ბარათები შესანიშნავი ვარიანტია, როდესაც თქვენს ლოგოს გააჩნია კვადრატული ფორმა. ასეთ შემთხვევაში იქმნება ჰარმონიული კომბინაცია, ფორმის სიმეტრიისა და სისწორის დამსახურებით. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კვადრატული სავიზიტო ბარათის გამოყენება შეუსაბამო იქნება. მაგალითად, მაღალი დონის შეხვედრებზე, ასევე კომერციული, სამთავრობო ორგანიზაციებისათვის - ამ დროს უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ სტანდარტულ სავიზიტო ბარათზე. იგივე ეხება უცხოეთში მოგზაურობას, უცხოელებთან საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლისას. ამ შემთხვევაში, უმჯობესია აირჩიოთ ევრო ფორმატის ან იმ ქვეყნის ფორმატის ბარათების დამზადება, სადაც აპირებთ მოგზაურობას. არასტანდარტული, მათ შორის კვადრატული ბარათების გამოყენება მისაღებია შემოქმედების, გართობის, მომსახურებების, ვაჭრობის სფეროში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, სტილისტი, დიზაინერი, ფლორისტი, კოსმეტოლოგი და ა.შ.


ციფრული ბეჭდვა
ქაღალდის ფართო არჩევანი, მოკლე ვადები
ოფსეტური ბეჭდვა
დიდი ტირაჟები, იაფი თვითღირებულება
აირჩიეთ ქაღალდი:
პროდუქციის ზომა:
40 x 40 50 x 50 60 x 60ტიპი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 გვერდიანი | ||||||||
2 გვერდიანი |
ქაღალდი: ცარცის ქაღალდი 300 გრ. შეცვლა
ტრალა ლა ტრა ლალა აღწერა რამის დაწერა თუ მინდა პროდუქციის ქაღალდზე თუ არადა ცარიელი იქნებააა

Мелованный двухсторонний картон
- 270 гр.

Супергладкая
- 300 гр.

Мелованная глянцевая
- 300 гр.

Мелованная матовая
- 300 гр.

Картон с двухсторонним тиснением «лён»
- 300 гр.

Дизайнерская бумага «Белый перламутр»
- 290 гр.

Двухсторонний картон высокой плотности
- 330 гр.
თქვენი არჩევანი:
რა უნდა იცოდეთ
პროდუქციის ზომა
პროდუქციის ზომა მითითებულია "სიგანე x სიმაღლე"-ს პრინციპით და იგულისხმება საბოლოო, ჩამოჭრილი ფორმატი. ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, დიზაინის თითოეულ მხარეს მომატებული უნდა იყოს მინიმუმ 2 მმ, რომელიც საჭიროა ჭრის ეტაპისათვის. ამრიგად, თუ გჭირდებათ სავიზიტო ბარათი 90x50 მმ ფორმატით, მაშინ ფაილის ფორმატი უნდა იყოს მინიმუმ 94x54 მმ. დამატებითი ინფორმაცია პრეპრესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დოკუმენტში "ტექნიკური მოთხოვნები საბეჭდ ფაილებზე".
ქაღალდის სისქე
სისქე ქაღალდის სტანდარტული მახასიათებელია პოლიგრაფიაში. ის იზომება გრამებში კვადრატულ მეტრზე. ანუ 150 გრ. ნიშნავს, რომ ნორმალური ტენიანობის დროს ასეთი ქაღალდის კვადრატული მეტრი იწონის 150 გრამს.
ქაღალდის მახასიათებელი
ცარცის ქაღალდი არსებობს პრიალა და გლუვი ზედაპირის მქონე - მათ შორის განსხვავება გამოწვეულია ზედაპირის სხვადასხვა დამუშავებით. პრიალა ქაღალდი ანაბეჭდს უფრო უკეთესად გადმოსცემს, ვიდრე გლუვი ანალოგი, თუმცა გლუვ ქაღალდს აქვს შესამჩნევად ნაკლები მბზინვარება, ამასთან პრიალა ცარცი გლუვთან შედარებით, თანაბარი გრამაჟის მიუხედავად, ნაკლები სიმკვრივით გამოირჩევა. დიზაინერულ ქაღალდებს გააჩნიათ სპეციალური ვიზუალური და ტაქტილური თვისებები.
ბეჭდვა
პოლიგრაფიაში ბეჭდვის პროცესი გადმოიცემა ფორმულის მიხედვით: "საღებავის რაოდენობა წინა მხარეს + საღებავის რაოდენობა უკანა მხარეს". ფორმულა 4 + 0 ნიშნავს ცალმხრივ სრულფერიან ბეჭდვას, ხოლო 4 + 4 - ორმხრივ სრულფერიან ბეჭდვას.